„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ – ამ სახელწოდებით, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. მონაწილეებმა მიმართეს ხელისუფლებას, რომ შემოდგომაზე შედგეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის შეკრება, კონგრესი, სადაც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები სპეციალურ მოხსენებას წარადგენენ და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ ხედვას წარმოადგნენ.