სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება. გადაწყვეტილება სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომლებშიც სამედიცინო დარგში აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. აღდგენითი თერაპიის ევროპული ცენტრი „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაში არსებულ „სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში“ მოეწყობა.
შესაბამისად ლიკანი ისტორიულ სტატუსს იბრუნებს.