ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში სამეცნიერო კრუიზი დაიგეგმა. მისი ძირითადი მიმართულება ლურჯი ეკონომიკისა და შავი ზღვის გარემოს დაცვის სამეცნიერო მხარდაჭერაა. სპეციალისტები შეისწავლიან ჩვენი სანაპიროს გეო-არქეოლოგიას, ჩატარდება წყალქვეშა არქეოლოგიური გასვლებიც. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გონიოს სანაპირო არეალზე გაკეთდება. კულტურული მემკვიდრეობის კვლევასთან ერთად სამეცნიერო კრუიზი ეკოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დეტალებით.