შოვში სტიქიის დროს დაღუპული მაისურაძეების ოჯახს დღეს სამძიმარი გამოუცხადა ამბროლაურის მერმა და მხარის გუბერნატორმა. ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავში, დაღუპულთა ოჯახში იმყოფებოდნენ. სტიქიას ოჯახის სამი წევრი, და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი შეეწირა.