ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ქართველი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნოდარ ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. ნოდარ ნათაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. „ნოდარ ნათაძემ თავისი პოლიტიკური, აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საპარლამენტო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.“- წერს შალვა პაპუაშვილი.