ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მეგობარი ქვეყნების უსამძიმრებენ.
განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „საქართველოში, მინდელის შახტში ინციდენტის გამო გულწრფელად თანავუგრძნობ ოჯახებს, ასევე მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მთავრობას და ხალხს. ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოხატავს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროც და დაღუპულების ახლობლებს თანაუგრძნობს. „გულწრფელად თანავუგრძნობთ საქართველოში, ნახშირის საბადოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული ექვსი მეშახტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერია განცხადებაში.