დღე მეოთხე. თუშეთში, ხევში გადავარდნილ ახალგაზრდას ვერც დღეს მიაგნეს.
დილიდან სამძებრო სამუშაოები მდინარის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა. მოხდა წყლის ზედაპირული დათვალიერება. იმ ადგილებთან კი, სადაც რთული რელიეფური პირობების გამო მისვლა შეუძლებელი იყო, მაშველები საჰაერო გადაღების კამერას იყენებდნენ.
მდინარის იმ მონაკვეთზე, სადაც 27 ივლისს სატვირთო მანქანა 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა, დინება საკმაოდ სწრაფია. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, სამაშველო ჯგუფები მუშაობას დილიდან გააგრძელებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 23-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იჯდა, ერთ-ერთ მოსახვევში ჯერ დაგორდა, შემდეგ კი ხევში გადაიჩეხა.