19 დღეა შოვში მეწყერში მოყოლილი ადამიანების ძებნის ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებები 36 ლოკაციაზე ტარდება. მათ შორის მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ძიების პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულები არიან სამხედრო მოსამსახურეები, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. გუშინ მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ხუთი ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
რა ვითარებაა ადგილზე ძებნის ოპერაციის მე-19 დღეს? – თათია მაყაშვილი მუშაობს სტიქიის ზონაში.