„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის პირველადი შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 1-ლი ივნისიდან დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშში მიმოხილული და შეფასებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, საარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მედიაგარემო, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილი გარემო. ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონზე, 5%-იან ბარიერზე, საარჩევნო ბლოკების არ დაშვებაზე, ასევე, მათი მხრიდან ნეგატიურად ფასდება გენდერული კვოტის გაუქმება, ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხი, ცვლილებები გადაწყვეტილებების მიღების დროს კვორუმთან დაკავშირებით. ანგარიშს გამოეხმაურნენ უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ კრიტიკა იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც 2020 წლის არჩევნები შემდეგ რეპუტაცია სერიოზულად აქვს შელახული, მიუღებელია.