„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ ეხმაურება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებში არსებულ მახასიათებლებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-მ ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა, კერძოდ საუბარია 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებისას ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული გენდერული სტატისტიკის ცდომილებაზე.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-ს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებსა და წარადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.