არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სადავო საკითხი, რომელზე განმარტებასაც მმართველი პარტია პარალელური დათვლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციისგან თითქმის ორი თვე ელოდა. „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც ხმების დათვლის დროს დაშვებული ხარვეზი თვენახევრის შემდეგ აღიარა, ამჯერად ოქმების დისბალანსთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს. 850 უბნის თავიდან შესწავლის შემდეგ „ისფედმა“ ახალი დასკვნა დადო, რომელშიც ჩაწერა, რომ თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმებით დისბალანსი უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, თუმცა ჩასწორებების შემდეგ გადამოწმებული მონაცემი ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემს მიუახლოვდა. ამავე დასკვნით ორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ მეთოდებს, რომლებიც კომისიებმა ოქმების ჩასასწორებლად გამოიყენეს.