ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ძირითად საყურადღებო ასპექტებად ამ ეტაპზე ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესსა და სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო კამპანიის წარმართვის თანმდევ გამოწვევებს მიიჩნევს.
ასევე, გამოწვევას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესიც.
ორგანიზაციის შეფასებით, სოციალურ ქსელებში გაზრდილია სხვადასხვა გვერდის რაოდენობა, რომელთა მიზანი, საარჩევნო სუბიექტებისა თუ პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციაა.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში „სამართლიანი არჩევნები“ცესკო-ს და აუდიტის სამსახურს რეკომენდაციით მიმართავს.