სამართლებრივი დავა სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით
მმართველი გუნდის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებზე საჯარო სამართლებრივი პროცესის დაანონსება, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
რატომ მოაწერა ხელი ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველომ გაუფრთხილებლად დაბომბა ცხინვალი, რატომ არ იზრუნა სააკაშვილის ხელისუფლებამ საომარ ზონაში ჩარჩენილი სამხედროებისა და მოქალაქეების, ასევე დაღუპულების ტერიტორიიდან გამოყვანაზე და სად წაიღო ომის დანაშაულების მტკიცებულებები – ეს არის ძირითადი კითხვები, რაც მმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს. „ქართულ ოცნებაში“ ყოფილ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოში გარე ძალების დავალებების გააზრებულ შესრულებასა და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.
„ქართული ოცნების“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც მოღალატეობრივ ქმედებებში სწორედ მმართველ გუნდს ადანაშაულებენ.