სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 1960 წელს დაბადებული პირი წყნეთში აიყვანეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.