სამართალდამცველებმა შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავეს. მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა ედებათ ბრალად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით,
უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.