ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პირი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.