ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე დღეიდან განაცხადებების მიღება დაიწყო.
2019-20 წლებში აშშ-ს უმაღლეს აკადემიურ სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველებს აპლიკაციის შევსება პირველ აგვისტომდე შეუძლიათ. სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე მეხუთედ ჩაეშვა, სწავლის სრულ დაფინანსებას ნებისმიერ დისციპლინაში გულისხმობს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად პროგრამას საქართველოს მთავრობაც ახორციელებს.