ლენტეხმა სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამას უმასპინძლა. იდეა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეკუთვნის. ჩატარდა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. სალოტბარო სკოლების მოსწავლეები გაეცნენ განსხვავებულ ტრადიციებს, ყოფა-ცხოვრებასა და სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობას. პროგრამა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.