სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გადაწყვეტილება დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 93 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

საკითხი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გამოიტანა. სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე უკვე ცნობილია, რომ აპრილში ჩატარდება. ზუსტი რიცხვი კი ცესკომ უნდა დაასახელოს.

არჩევნებზე, სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს მმართველი გუნდი. ვისზე გააკეთებს უმრავლესობა არჩევანს, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება უკვე არჩეული პრეზიდენტის კიდევ ერთ საპარლამენტო თანამდებობას, ზურაბიშვილი დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ამ პოზიციაზე, სავარაუდოდ, ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს.