სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებზე მხარს დაუჭერს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებზე მხარს დაუჭერს. მისი განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და, შესაბამისად, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მოსახლეობის განწყობაზეც იმოქმედებს. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცესკო-ში წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესს ადგილზე გაეცნო.

დღეს დილიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ხელმოწერებს რამდენიმე ადგილზე აგროვებს. დღესვე სალომე ზურაბიშვილსა და ჟურნალისტებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ზურაბიშვილის გაღიზიანება ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია.