სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია შეაჯამა.
ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა. სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი. მათ ზურაბიშვილის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრიორიტეტულ მიმართულებებს. ადგილზე იმყოფებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.