სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართა.
ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან იწყებს, საარჩევნო კამპანიას კი, ოფიციალურად 16 აგვისტოს დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.
საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.