სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაგეგმილია კენჭისყრა
სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილია კენჭისყრა. მე-9 მოწვევის პარლამენტში ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი იყო. მმართველი გუნდი შუალედური არჩევნებისთვის საკუთარ კანდიდატურას, კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.
ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მისვლა კი მოქალაქეებს გაზაფხულზე, აპრილში მოუწევთ, თუმცა, ზუსტი რიცხვი ცესკო-მ უნდა დაასახელოს. ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციასაც იკავებდა. პირველი არხის ინფორმაციით, მას ამ თანამდებობაზე ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს.