მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების სიის ირგვლივ დაწყებულ განხილვებსა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მხრიდან ამ ადამიანების შევიწროების მოწოდებასაც ეხმაურებიან.
“ქართული ოცნების” წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები ბოლშევიკური და ფაშისტურია. მმართველ გუნდში დაფინანსებების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს წინასაარჩევნო სპეკულაციად აფასებენ. მათი თქმით, პროცესი გამჭვირვალეა და თანხის გადარიცხვა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ხდება.