პოლიტიკურ წრეებში ისევ შეფასებების თემაა და განცხადებები კეთდება საზღვარგარეთ ვიზიტებზე, რომელსაც ზურაბიშვილი მთავრობის ნებართვის გარეშე მართავს. შეხვედრებზე პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ოპოზიცია პრეზიდენტის შეხვედრებს დადებითად აფასებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიწრო პარტიული ლიდერია და ევროპაში წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად იმყოფება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გერმანიის კონსტიტუციასაც არღვევს.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი