სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება – მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვიზიტს აფასებენ და განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ და ქვეყნის კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ევროპაში იციან, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არ გამოხატავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ამიტომ მსგავსი ვიზიტებისგან არაფერს ელიან.