სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე დაკვირვება გააძლიერებს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრასაც გამოეხმაურა და დაწერა „ კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული გზის დაჩქარების საკითხზე. თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. „ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.