საქართველოს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, მიმდინარე შეხვედრების მიზანი და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ემანუელ მაკრონთან აუდიენციისას სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ინტეგრაცია და მოახლოებული არჩევნები განიხილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. „ევრონიუსთან“ ინტერვიუსას კი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რას ითხოვს ბრიუსელისგან, ზურაბიშვილმა თქვა: ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა და თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება, ევროკავშირმა განაახლოს გაფართოების მოლაპარაკებები იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა.