საქართველოს პრეზიდენტი წნორში, „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა და ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ და ევროპული გზის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.