სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შშმ პირების წარმომადგენელი იმუშავებს.
ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა.
ზურაბიშვილი დღეს შშმ პირებს შეხვდა და მათაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.