კულტურის სფეროს მოღვაწეებს შეხვდა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი.
შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებით გაიხსნა. შეკრებილებს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი ხედვები და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლითაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელებს.
ზურაბიშვილმა ქვეყნის განვითარების გზაზე კულტურის როლის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.