წინასაარჩევნო პროცესებში სულ უფრო აქტიურად ერთვება მმართველ პარტიასთან მწვავედ დაპირისპირებული პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი კენჭისყრის დღეს გაყალბების მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს და მოქალაქეებს ხმების დასაცავად მობილიზაციისკენ მოუწოდებს. საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა მისი წინასაარჩევნო ინიციატივა, რომელიც 26 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობას გულისხმობს. რა ფუნქცია ექნება პლატფორმას თუ შტაბს – სახელმწიფოს მეთაურის გეგმამ კითხვები ოპოზიციურ ფლანგზეც გააჩინა. თავად პრეზიდენტი ამ ფუნქციას არჩევნების დღის მონიტორინგში ხედავს. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პროცესების რადიკალიზაციის და არჩევნების წინასწარ დისკრედიტაციის მცდელობაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც კონსტიტუციის დარღვევის მოტივით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ მიმართავს.
ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, რა დატვირთვა ექნება 26 ოქტომბერს საპრეზიდენტო რეზიდენციას.