აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები – საპარლამენტო ტრიბუნიდან შეთავაზებული ინიციატივა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. პრეზიდენტი ახალ საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს და პარტიებს ერთობის პლატფორმის შექმნას სთავაზობს. ადრესატები წინადადებას იღებენ. ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა პრეზიდენტის იდეის გარშემო კონსულტაციებში ჩასართავად მზად არის. ერთიანობის ქარტიის მოსამზადებლად შეხვედრები პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორთან უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. დაპირისპირების დასრულება ოპოზიციურ ფლანგზე – წინასაარჩევნოდ სწორედ ერთიანობის მიღწევაა სალომე ზურაბიშვილის მთავარი მოწოდება ოპოზიციის მისამართით. ახალმა შეთავაზებამ მმართველ გუნდს კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვი, რომ სახელმწიფოს მეთაური საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგომას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
„ერთობის პლატფორმა ევროპისკენ“ – სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა პოლიტიკური კონტექსტში იგულისხმება ამ შეთავაზების მიღმა.