ფოთში, ექვსი მოწვევის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. საკრებულოს წევრებმა ფოთში არსებული პრობლემები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი მათ მოგვარებას უზრუნველყოფს. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ქალაქში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება აუცილებელია.