რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან ათი წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არ არის, ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, ის სასტიკი მეთოდების გამოყენებას განაგრძობს.