საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, განვლილ ისტორიულ გზაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ილაპარაკა. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე ევროპარლამენტში საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ისხდებიან. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი არგუმენტირებულად იმსახურებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
პრეზიდენტის გამოსვლას ევროპარლამენტში სალომე ქოქიაშვილი დაესწრო.