მმართველი გუნდი პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტოს, მიმდინარე სასესიო კვირაში დაძლევს.
საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი ⅔-იანი კვორუმი, უბრალო უმრავლესობით შეიცვალა. ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებენ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მიღებული გადაწყვეტილებით, მმართველი გუნდი ცესკო-ს დაქვემდებარებას და საარჩევნო ადმინისტრაციის პირად ინტერესებზე მორგებას ცდილობს. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც ამბობენ, რომ ოპოზციის მხრიდან ცესკო-ს საბოტაჟის მცდელობების აღსაკვეთად ცვლილებები აუცილებელია.