სალომე ზურაბიშვილი კვლავ ხელისუფლებას აკრიტიკებს – ამჯერად პოლიტიკური განცხადებებისთვის პრეზიდენტმა შშმ პირებისთვის მოწყობილი ღონისძიება გამოიყენა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალგაზრდებზე ძალადობა, რომლებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მიუღებელია და ამ ძალადობის წახალისებაში მან პარლამენტის წევრები დაადანაშაულა.