სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მას უარი არ განუცხადებია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით იყო – „არა და არასდროს“, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, ასე უპასუხა – „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს და განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი მას არ განუცხადებია, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.