სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „ევრონიუსთან“

„რუსეთთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოში მკაფიოდ დავინახავთ ნიშანს, რომ რუსეთის ძალმომრეობის პოლიტიკა მეზობლების მიმართ შეიცვალა“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსის“ პირდპირ ეთერში, ინტერვიუს დროს გააკეთა. მისივე თქმით, „საქართველო არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და განაცხადა, რომ ქართველები ევროპელები არიან და ამ გეზს ალტერნატივა არ აქვს“.