სალომე ზურაბიშვილმა „ევროაქტივთან“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული კოალიციური მთავრობა იქნება.
კითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე პოლარიზაციას ეხება, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის შემცირება რთული პროცესია და ეს არც ამერიკასა და ევროპაში არ იციან.
პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელით არ ესწრება კონფერენციას. შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა მომავალ კვირას, ბრიუსელში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე, სადაც პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად, ქართულ დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.