მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საინტერესო ის არის, მას რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტი.
ასევე ჟურნალისტის კითხვაზე – „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან“, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა.
ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.