კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში გაამახვილა ყურადღება, საერთაშორისო პოლიტიკას ეხება. არჩეული პრეზიდენტის მთავარი მიზანი არის საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში და ევროკავშირში.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მენტალიტეტის შეცვლა და მან იცის, როგორ დაუახლოვოს საქართველო ევროპულ საზოგადოებას. ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს რომ ის ეცდება, მსოფლიო რუკაზე საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს.