არავის ესმის, რატომ გადაწყვიტეს უეცრად, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან მომენტშია და ელის ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. მსგავს გადაწყვეტილებას საქართველო წლის ბოლომდე ელოდება, – აღნიშნა პრეზიდენტმა.