საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში სოლიდარობა გამოუცხადა. ამასთან კითხვაზე: „რას ფიქრობთ, როგორ გააუმჯობესებს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს ღირებულებები, ადგილი, სადაც ქვეყანა უნდა იყოს მიზეზგარეშე. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთიდან ვიზიტორების მომრავლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიმდინარე პროცესს უსაფრთხოების გამოწვევად არ მიიჩნევს.