ვლადიმერ პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გამბედაობასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, „სიენენის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციასა და ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ისაუბრა.