სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისრაელს შეუძლია, გაახმოვანოს საქართველოს შეშფოთება რუსეთთან. განცხადება პრეზიდენტმა „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გზავნილი რუსეთამდე მიიტანონ. მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მიუხედავად, ის არ აირჩევს პოლონეთის პრეზიდენტის გზას, რომელიც ჰოლოკოსტის ფორუმზე არ ჩავიდა, რადგან ამ ღონისძიებას პუტინიც ესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, საქართველო 2020 წელს ევროპაში დაგეგმილ სამხედრო მანევრებში მიიღებს მონაწილობას. ინტერვიუს დროს საქართველოს პრეზიდენტმა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობებსა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა.