შესაძლებელია თუ არა ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება – ეს კითხვა მიუნხენში საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტს „ბლუმბერგის“ ჟურნალისტმა დაუსვა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მათი შედარების მიზეზი არ არსებობს. პრეზიდენტმა ჟურნალისტს განუმარტა ისიც, რომ საქართველო რუსეთი არ არის.