„ევროპული პლატფორმა“ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით – როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმები წინასაარჩევნოდ. პრეზიდენტი ოპოზიციას ერთიანი პლატფორმის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს. ზურაბიშვილი მზად არის, პლატფორმას თავად უხელმძღვანელოს. ამ თემაზე მოლოდინები არაერთგვაროვანია პოლიტიკურს სპექტრში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ზურაბიშვილის განცხადებას მიესალმება და ერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლება კი ინიციატივას არაკონსტიტუციურ ნაბიჯს უწოდებს.