სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით აზიარებს და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის მაგალითს უწოდებს. დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან – ასეთია შეფასება პრეზიდენტისგან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის ამ პოსტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და მიუღებელს უწოდებენ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილება ტელეგრამარხის მეშვეობით გავრცელდა.